LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა – დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც

467
wYONDIDI 33

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში არეულობა დაიწყო. მრევლს კითხვები აქვს ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან, რომელმაც ეპარქიის ორ სასულიერო პირს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

ამის პარალელურად ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, მას ის 2 დიაკონიც ესწრება, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა.

„მოვითხოვთ, ეკლესიაში აღდგეს საეკლესიო სამართალი. წაყენებული ბრალდება იქნეს გამოკვლეული. სასულიერო პირებზე ამდენ მითქმა-მოთქმას ბოლოს და ბოლოს დაესვას წერტილი, სანამ არ დაბრკოლებულა მთლიანად მრევლი და ბოლომდე არ დაცემულა საპატრიარქოს ავტორიტეტი,” – აღნიშნა ერთ-ერთმა მონაზონმა.

ერთ-ერთი მრევლის შეფასებით, მიტროპოლიტმა სტეფანემ დიაკვნები უკანონოდ დასაჯა. შეკრებილ მრევლს მიტროპოლიტთან შეკითხვები აქვს.

ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. ვიდეომასალა  „ტვ პირველმა” გაავრცელა.

როგორც ჟურნალისტი ჰყვება, მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. დაშავებულებს შორის არიან ტვ პირველის” ოპერატორი და ჟურნალისტი.

 

სოციალურ ქსელში ბერდია კალანდია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რა ხდება ამ წუთებში ჭყონდიდის ეპარქიაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g