LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე სტეფანე: „რეჟისორების ფიასკო ეგ არის.. არაფრის შემქმნელებმა და ნოლებმა წამოიწყეს პროცესი, თითქოს ვიღაც შემოქმედებით შეზღუდვას უწესებს“

151
Untitled design (2)

„გუშინ ტელევიზორს შევხედე და მოკლედ, არ ვიცი, რეჟისორები აწერიათ, რაღაცები, არც ერთი არ ვიცით, ვინ არის, საერთოდ და თუ ვინმეს უნახავს კიდევ ფილმი, რომელიც მათი გადაღებულია, ეგეც საინტერესოა, რა“, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა.

მეუფე სტეფანე: საქართველო გაივსო კიკუებით.. ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს 

ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ქადაგების დროს, მეუფე სტეფანემ ქართველ თანამედროვე რეჟისორებზე საუბრის დროს თქვა, რომ „არაფერი არ შეუქმნიათ და დგანან და რაღაცებს ყვირიან“.

„ანუ, როგორი რაღაცაა, იბრძვიან იმისთვის, რომ „აი, დამოუკიდებელი“ და თითქოს ღირებულებას რამეს ქმნიდნენ და კაციშვილმა არ იცის, რა გააკეთეს.

სპეციალურად ვცდილობდი ხოლმე, რომ მენახა, რა გადაიღეს ქართული ფილმი, სადღაც წავაწყდებოდი უხამსობას, რაღაც უაზრობას, რაღაც ვიდეოლოგიურ დივერსიებს და იმ წუთში ვაგდებდი. გამიჭირდა, რომ ისეთი ქართული ფილმი მენახა, რომელიც ადამიანს არ დააზიანებს და ესენი ახლა დგანან და ყვირიან, რომ თითქოს მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ რაღაც თავისუფლად შემოქმედები იყვნენ.

ან ისეთია, ნარკომანია, რომელიც, ფაქტობრივად, დამთრგუნველ სიტუაციამდე მიდიხარ, სულ ტირიან, სულ რაღაც უბედურება…

თქვენ რომ იცოდეთ, ხალხისთვის გადაღებული ფილმი სხვა არის და ფესტივალისთვის – სხვა, იმიტომ, რომ ფესტივალს შემკვეთი ჰყავს, იმას უნდა თავისი იდეოლოგია გაატაროს და ამისთვის ითხოვს, იქ აუცილებლად იყოს ეს „ელჭიპიტი“, აუცილებლად უნდა იყოს გენდერული რაღაცები, უნდა იყოს შავკანიანი ადამიანი, როგორც დადებითი და არავითარ შემთხვევაში, უარყოფითი პერსონაჟი…

ასეთი ფილმები იქმნება და არც არავის აინტერესებს, არც უჩვენებენ, იმიტომ, რომ სისულელეა. რეჟისორების ფიასკო ეგ არის, რომ არაფერი არ შეუქმნიათ და დგანან და იქ რაღაცებს ყვირიან.

„არაფრის შემქმნელებმა და ნოლებმა წამოიწყეს პროცესი, თითქოს მათ ვიღაც შემოქმედებით შეზღუდვას უწესებს“, – თქვა მეუფე სტეფანემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები