LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს შეწყალების უფლება” – ანნა ფოტიგა ნიკა გვარამიას დაკავებაზე

138
ფოტუგა

იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს შეწყალების უფლება, იმიტომ რომ ეს საქმე მართლაც არადამაჯერებელია – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა კრიტიკული მედიის საერთო ეთერში საუბრობს, რომელიც “მთავარი არხის”, “ფორმულას”, “კავკასიასა” და “ტვ პირველის” ეთერში გადაიცემა.

“იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს შეწყალების უფლება, იმიტომ რომ ეს საქმე მართლაც არადამაჯერებელია. მახსოვს, რომ ნიკა გვარამია იყო უკვე ერთხელ დაპატიმრებული კორუფციის ბრალდებით, და მაშინ იგი გათავისუფლებული იქნა იმიტომ რომ ვერ შეაგროვეს დამაჯერებელი მტკიცებულებები.

გვიჩნდება განცდა, რომ პოლიტიკური მოტივები არის აქ ჩართული. ეს ცხადზე უფრო ცხადია. და ეს კიდევ უფრო დადასტურდა იმ ბრალდებით და განაჩენით, რაც აქვს წაყენებული. ამ პროცესზე ზოგიერთი ბრალდება საერთოდ არ დამტკიცდა. ასე რომ, ეს მართლაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს ამ პროცესის ბუნების და არსის შესახებ”, – ამბობს ფოტიგა.

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის 2014 წელს ევროპარლამენტის წევრი გახდა, აქტიურად აკვირდებოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მიმდინარე მოვლენებს.

“მინდა, ნიკა გვარამიას გადასცეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა, მოკითხვა… ასევე, მინდა ჩემი თანაგრძნობა გამოვუცხადო მის ოჯახსა და კოლეგებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამის მონიტორინგს ვახორციელებთ და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნიკა გვარამიას საქმეში ჩაერთოს”, – ამბობს ფოტიგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები