LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი მაქვს, სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ – გურამ მაჭარაშვილი

172
გურამ მაჭარაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ „სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ“.

მაჭარაშვილის თქმით, ინფორმაცია, რაც მათ აქვთ დამადასტურებელია იმისა, რომ ხელმოცარული, დამარცხებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რევოლუციების მოწყობას ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან.

„იმედი მაქვს, სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი მაღალი პროფესიული მუშაობის დონე ბევრჯერ აჩვენა. ტერორისტული აქტები არაერთხელ იყო აღკვეთილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის საქართველოში უცხოელების ჩამოყვანა რადიკალური პროცესების განვითარების მიზნით. ეს იგივე სემინარის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს. იგივე იყო აქციებზე, სადაც დადასტურდა, რომ შტურმი იყო და პოლიციელებზე თავდასხმა – სახელმწიფოში გადატრიალების მზადება იყო. რა გამოცდილებაც გაგვაჩნია, იქიდან გამომდინარე, სუს-ის განცხადება არის სანდო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

magti 5g