LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დადგება სამართლიანი განაჩენი – ირაკლი კობახიძე

72

იმედი მინდა გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულს – არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

“განაჩენი დადგა ძალიან აქტუალურ და მგრძნობიარე საქმეზე. საქმე არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას ეხება. მოვისმინეთ განაჩენი, ასევე მოვისმინეთ პროკურატურის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაზიარა. შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს განაჩენის სააპელაციო დონეზე გასაჩივრებას. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც მძიმე დანაშაულს – არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას ეხება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ დასვა საკითხი და მოითხოვა, პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილოს მათ მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველელობის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. უმცირესობის მოთხოვნას მხარს უჭერს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები