LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი“: ო’ბრაიენს ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს

225
ბიძინა ივანიშვილი

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენს საქართველოში „ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი“ ჩამოაქვს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შედგება შეხვედრა ო’ბრაიენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს.

„გავრცელებულ ინფორმაციაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ სანქციების გამო უკან არ დაიხევს,“ – აღნიშნა იმედის წამყვანმა 17:00-იანი ქრონიკის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები