LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ნაკლები იქნება დახმარების მიმღები – თურნავა

65
128364525-3579598658796434-7040940159776391731-o

ეკონომიკის მინისტრს იმედი აქვს, რომ დასაქმებულები მაქსიმალურად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და  ნაკლები იქნება 1 200-ლარიანი დახმარების მიღების კანდიდატი.

„საქართველოს პირველ არხთან“ ნათია თურნავამ იმ იმ დახმარებებზე ისაუბრა, რომლებიც მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის არის შეთავაზებული.

„300-ლარიანი დახმარება, ეს არის თვითდასაქმებული ადამიანებისთვის, ვინც სწორედ იმ შეზღუდულ დარგებში საქმიანობს და დროებით დაკარგავს შემოსავალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ახალ წლამდე მოხდეს ამ თანხის ჩარიცხვა და აქედან გამომდინარე, უსწრაფესად მოახერხეს ჩვენმა კოლეგებმა, ფინანსთა სამინისტრომ, ამ პროცესის გამართვა და უკვე დაიწყო რეგისტრაცია“, – აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება 1 200 ლარიან დახმარების პაკეტს, რომელიც არის გამიზნული იმ ადამიანებისთვის, ვინც მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაო ადგილს, მინისტრის განმარტებით, უნდა გავიდეს თუნდაც ერთი თვე, რომ გამოჩნდეს ვინ შეინარჩუნა და ვინ დაკარგა სამსახური, რათა მათ დროებით დაუკომპენსირდეთ ეს დანაკარგი.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკლები იქნება იმ 1200-ლარიანი დახმარების კანდიდატი, ანუ მაქსიმალურად შეინარჩუნებენ ადამიანები სამუშაო ადგილს და არ დაკარგავენ სამსახურს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g