LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, საქართველო და აშშ განმარტავენ, რატომ ინახება „ლუგარის ლაბორატორიაში“ ქიმიურ-ბიოლოგიური საბრძოლო მასალა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

57

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ საქართველო და აშშ განმარტავენ, თუ რატომ ინახება „ლუგარის ლაბორატორიაში“ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საბრძოლო მასალა,“ – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შეიარაღებული ძალების რადიაცული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იგორ კირილოვმა განაცხადა.

კირილოვის თქმით, უწყების სპეციალისტებმა შეისწავლეს ის მასალები, რომლებიც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აშშ-ის საქმიანობის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ გამოაქვეყნა და „რიგ პატენტებში ქიმიური და ბიოლოგიური რეცეპტურების მიწოდებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა არის მითითებული“.

„ჩნდება კანონზომიერი კითხვა – რატომ ინახება ასეთი დოკუმენტები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში? იმედი გვაქვს, რომ ქართული და ამერიკული მხარეები ამაზე მკაფიო პასუხს გაგვცემენ,“ – განაცხადა კირილოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g