LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია სერგეენკო რუსული ვაქცინის პოპულარიზაციას ხელს შეუგნებლად უწყობს – ჩიხლაძე

74
სერგო ჩიხლაძე

“რუსულმა ვაქცინამ წლების შემდეგ ავტორიზაციაც რომ მიიღოს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დაუშვებელია შემოტანა, სახელმწიფოს შეუძლია ამაში ჩაერიოს”,– ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებას აფასებს.

ჩიხლაძის თქმით, რუსული ვაქცინა ავტორიზებული არ არის და გარდა ამისა, ქვეყანაში მისი შემოტანის აუცილებლობის საკითხი არ დგას. როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა განაცხადა, პირიქით, ასეთი ვაქცინა დიახაც, რომ ვერ შემოვა საქართველოში.

ამასთან, ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ სერგეენკოს განცხადება რუსული ვაქცინის თაობაზე უცნაურია. პოლიტიკოსს იმედი აქვს, რომ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრი რუსული პროდუქტის პოპულარიზაციას ხელს შეუგნებლად უწყობს.

“იმედი მაქვს, არა მიზანმიმართულად, მაგრამ, შეუგნებლად რუსული პროდუქტის პოპულარიზაციას  ხელს უწყობს, მითუმეტეს, პარლამენტარისგან, ხელისუფლების წარმომადგენლისგან, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრისგან, ეს განცხადება არ მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან თავსებადი იყოს “- განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც ავტორიზებული „ასტრაზენეკას“ შემოსვლისას ვაქცინაციის პრობლემაა, მას არ ჰგონია, რომ რუსული ვაქცინის შემოტანისას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი „მივარდება, რადგან რუსულია, ამიტომ ავიცრიო“.

„საქართველოს კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ არაავტორიზებულ, უხარისხო წამალს ვერ შემოიტან, თუ არალეგალურად არ შემოგაქვს, არაავტორიზებულ ვაქცინას ვერ შემოიტანენ, ვერ გაივლის რეგისტრაციას. წლების შემდეგ ავტორიზაციაც, რომ მიიღოს პოლიტიკური მიზნებისთვის დაუშვებელია ამის შემოტანა, სახელმწიფოს შეუძლია ამაში ჩაერიოს.

ავტორიზებული „ასტრაზენეკა“ შემოვიდა, კიდევ სხვა ვაქცინები შემოვა და აქ გვაქვს პრობლემა, რომ ადამიანებმა მოიხმარონ და აიცრან. არ მგონია, ჰიპოტეტურად რუსულ ვაქცინას, რომ შემოიტან, მივარდეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი – რადგან რუსულია, ამიტომ ავიცრიო, რადგან  აცრის პრობლემა უფრო სანდო ვაქცინაზე გვაქვს“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

შეგახენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ თუკი რომელიმე კომპანია რუსულ ვაქცინას შემოიტანს, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფოს არ ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g