LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ წყდება ზარები უცხოური ნომრებიდან. იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს”- ამიკო ნატრიაშვილი

140
ამიკო ნატრიაშვილი

აქტივისტი და „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის წევრი ამიკო ნატრიაშვილი ამბობს, რომ ემუქრებიან, იციან სად ცხოვრობს და „თუ არ გაჩერდება მეტად უარესს დამართებენ ვიდრე სხვებს”

როგორც ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას რამდენიმე დღეა ავტომობილი დაჰყვება:

„პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი”- ზურაბ ჯაფარიძე

„ბოლო დღეების განმავლობაში ერთი და იგივე ტიპის ავტომობილი მე და ჩემს მეგობრებს გვითვალთვალებს ყველგან, სადაც გადავადგილდებით.

პარალელურად არ წყდება ზარები უცხოური ნომრებიდან. იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს.

რეკავენ ოჯახის წევრების ნომრებზეც, მათ შორის ბავშვების და ქალების დაშინებასაც არ ერიდებიან.

ჩემი დის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე დარეკეს, რა დროსაც ტელეფონი ბავშვს ჰქონდა და არ ვაპასუხებინე.

ერთად ვართ ვერ მოგვერევით!” – წერს ამიკო ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში.

„ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო”- ნოდარ ტურაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები