LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა, „ქართული ოცნება“ ნუ დაიბრალებს იმას, რაც მათზე არაა დამოკიდებული“ – პაატა მანჯგალაძე

182
Untitled design (76)

„საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა – „ქართული ოცნება“ ნუ დაიბრალებს იმას, რაც მათზე არაა დამოკიდებული,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში წარმატების შემთხვევაში, რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნებოდა.

„ვითარება ძალიან მწვავეა. კიევთან რომ ცხვირ-პირი მიანგრიეს რუსულ ტანკს, ამიტომ ვერ გაბედა საქართველოში შემოსვლა, თორემ შემდეგი სამიზნე იქნებოდა საქართველო.

პუტინმა ღიად თქვა, რომ მისი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის აღდგენა, კიევის შემდეგ საბჭოთა კავშირში ვის შეიყვანდნენ?! რა თქმა უნდა, საქართველოს.

საქართველოს მშვიდობის საქმეში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ბიჭები გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე „ქართული ოცნება,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, რეგიონული უსაფრთხოების თემაზე დღეს პარლამენტში მოსმენა გაიმართება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს მოუსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები