LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალტ-ინფო“ „ქართული ოცნების“ ერთგვარი „ჰამასია“ – პაატა მანჯგალაძე

158
Untitled design (3)

„ალტ-ინფო“ „ქართული ოცნების“ ერთგვარი „ჰამასია,“– ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე საუბრობს.

ოპოზიციის წევრის თქმით, არ შეიძლება ისეთ რადიკალურ ძალას, რომელიც ღიად იმუქრება, პოლიტიკური ძალა ეწოდოს.

„ყველა არის რუსული ინტერესის გამტარებელი ძალები, ხომ არის „ქართული ოცნება“ ხომ?  უფრო რადიკალური ჯგუფია „ალტ-ინფო,“ ანუ ერთგვარი ჰამასია „ქართულიო ოცნების“ ეს „ალტ-ინფო.“

ღმერთმა არ ქნას და არ მივიდეს სიტუაცია იქამდე თორემ ესენი მზად არიან და არც მალავენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაზე წავალთ, სულს ამოგაძრობთ, ყელს გამოგჭრით და ასეთი მუქარები აქვთ და არ ვიცი, ასეთი ხალხი როგორ შეიძლება პოლიტიკურ ძალად იწოდებოდეს,“ – ამბობს მანჯგალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები