დიდი იმედი მაქვს, ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ საერთო რეზულუციის მიღების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ტატუნაშვილის საქმე მთავრობისა და ოპოზიციის საერთო ტკივილია.
“მიმდინარეობს კონსულტაციები და გაგრძელდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა თქმა უდა, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი ამოცანაა, საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.