LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, წინასაარჩევნო ატმოსფერო საქართველოში ანტირუსული ხასიათის არ იქნება – გრიგორი კარასინი

66

მოსკოვი ყურადღებით აკვირდება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და იმედი აქვს, რომ წინასაარჩევნო ატმოსფერო ანტირუსული ხასიათის შემცვლელი არ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პოლიტიკურ სიტუაციას, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის. იმედი გვაქვს, რომ ის ანტირუსული მიმართულებით არ განვითარდება,“ – განაცხადა კარასინმა.

კითხვაზე, რომელ კანდიდატს უჭერს მხარს რუსეთი, კარასინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის „სიმპათიურია ყველა ის პოლიტიკოსი, რომლებიც ქართველ ამომრჩეველს მოსწონს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g