LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედის” საინფორმაციო სამსახურს ირაკლი ჩიხლაძე უხელმძღვანელებს

1060
ირაკლი-ჩიხლაძე

“იმედის” საინფორმაციო გამოშვების მთავარ რედაქტორად ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა, რომელიც ამავე არხზე გადაცემების – “პირისპირ” და “იმედის კვირა” – წამყვანია.

ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” “იმედის” ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ცხვიტავამ დაუდასტურა.

მისი თქმით, ჩიხლაძეს მთავარი რედაქტორის პოზიციაზე დღეს წარადგენენ.

“ქრონიკას” მანამდე ნანა ლეჟავა ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია ლეჟავას მიერ ამ თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 24 ივლისს დადასტურდა.