LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთის ერთ-ერთ მღვიმეში სპელეო-თერაპიული ცენტრი მოწყობა

235

სატურგლიას მღვიმეში სპელეო-თერაპიული ცენტრი მოწყობა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც მღვიმეების მიკროკლიმატის კვლევა ჩატარდა.

სატურგლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტეში, სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. როგორც ”ფორტუნას” იმერეთის მღვიმეების დირექტორმა ზაალ კვანტალიანმა განუცხადა, ამ დროისთვის მღვიმეში საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

”აქ 80-იან წლებში ფუნქციონირებდა მსგავსი ცენტრი, მერე გაიძარცვა, ჩამოინგრა და დაიხურა. ახლა მღვიმის პოტენციალს ვამუშავებთ. საპლეო-თერაპიული ცენტრი ძირითადად, გათვლილი იქნება ბავშვებზე, რომელთაც სასუნთქი გზების და ბრონქიალური დავადებები აწუხებთ” – აღნიშნა კვანტალიანმა.

კვლევა ჩეხეთის მღვიმეების სამსახურმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს, რომლებიც იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. კვლევა და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი ორმხრივია და მისი სახელწოდებაა: „იმერეთის რეგიონის განვითარება – იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესება II“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g