LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

674

იმერეთის რეგიონში, ხონის რაიონში გოგიტა ავალიანმა „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმერეთში, ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, გოგიტა ავალიანის ბაღი მოინახულეს.

გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 10 219.2 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 6 300 ლარი ნერგებზე, ხოლო 3 919.2 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

„დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში სულ 164 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა   730 039 ლარი.  ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 267 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 15 923 234 მილიონ ლარს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

  • ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70% -ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს.
  •  სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

magti 5g