LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთის რეგიონში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

117
საგრანტო პროგრამა

იმერეთის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტებია:

Graphite – კოდის ანალიზის პლატფორმა, რომელიც ვრცელ ტექნიკურ სისტემებს გარდაქმნის ინტერაქტიულ არქიტექტურულ რუკად. სისტემა აანალიზებს კოდს, ქმნის ურთიერთდამოკიდებულებებებს და აგენერირებს დეტალურ დოკუმენტაციასა და ცოდნის ბაზას, რაც ინჟინერსა და AI კოდის ასისტენტს უმარტივებს სისტემის გაგებას და ცვლილებების ანალიზს.

Healthbridge-ის მიზანია სამედიცინო ტურიზმის პროცესის სრული ციფრული ტრანსფორმაცია – კლინიკის შერჩევიდან იურიდიულ და ფინანსურ მართვამდე – AI-ზე დაფუძნებული PLM სისტემის მეშვეობით. პლატფორმა ამცირებს პროცესის ხანგრძლივობას 95%-ით და ხარჯებს 25%-ით.

დებაგიუმი – პროექტის მიზანია დაეხმაროს e-commerce კომპანიებს სრულყოფილად გატესტონ საკუთარი AI ჩათბოტები. დებაგიუმი კომპანიებს საშუალებას მისცემს წინასწარ აღმოაჩინონ ჩათბოტის შეცდომები, შეამცირონ მომხმარებლის უკმაყოფილება და გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი.

ინკლუზიური ჭადრაკის განვითარება – პროექტის მიზანს წარმოადგენს ბავშვებზე მორგებული ჭადრაკის მობილური აპლიკაციის შექმნა, რაც მოიცავს სწავლების თანამედროვე მეთოდს – სპეციალურ ვიზუალიზაციას, რაც აღნიშნულ პლატფორმას ხელმისწავდომსა და პრაქტიკულს გახდის ინკლუზიური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვისაც.

ოსტატი.AI – პროექტის მიზანია AI-ზე დაფუძნებული ადაპტური სასწავლო პლატფორმის (Ostati.AI) მინიმალური სამუშაო ვერსიის (MVP) შექმნა HoReCa პროფესიული განათლებისთვის და მისი პილოტირება იმერეთის რეგიონში, ქუთაისის სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში (Iberia).

Mass Photo, WaWe Photo – პროექტის მიზანია სტარტაპის მიერ “საქპატენტში” დარეგისტრირებული, ინოვაციური “სასარგებლო მოდელი”-ს გამოყენებით შექმნილი აპლიკაციის დახვეწა, განვითარება და კომერციულ პლატფორმაზე ჩაშვება, რომელიც AI-ს გამოყენებით შექმნის უნიკალურ ვიდეო კოლაჟებს სოციალური მედიისთვის, (Facebook, Youtube, Tik Tok, Twitch) ტელევიზიებისთვის და პირადი გამოყენებისთვის.

რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

magti 5g