LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში პირველი ბრენდირებული სასტუმრო დღეს გაიხსნება

72

იმერეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო დღეს გაიხსნება. ობიექტს ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 18:00 საათზე გახსნის.

სასტუმრო Best Western Kutaisi კომპანია „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელისა“ და „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორობით აშენდა.

3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს; აქვს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 3 მილიონი დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობა 1,4 მლნ დოლარის შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები