პატარა მომღერალს, ანა-როზა გაფრინდაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მისი ტკბილი ხმა და საოცარი შესრულების მანერა მსმენელს ნუსხავს.
ამჯერად გოგონა გადაცემას „პოსტ-ალიონი“ სტუმრობდა, სადაც გადაცემის წამყვანთან, ასევე მომღერალ ზურა მანჯავიძესთან ერთად იმერული პოპური შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ აკომპანირება გიტარაზე თავად ზურამ გაუწია.