LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, მოვუწოდებდი, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას, დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან“ – ბექა ოდიშარია პრეზიდენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევაზე

142
ბექა ოდიშარია

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას ეხმიანება.

„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის და რას უკეთებს ამ ქვეყანას“ – პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

ბექა ოდიშარიას თქმით, „ასეთი დებატები არ შედგება“.

„იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, მოვუწოდებდი, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას, დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან, ოლიმპიადის წესებით, ეს აკრძალულიც არის. ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც – ზედაბალი წონის მქონე პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. ასეთი დებატები არ შედგება

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა ისეთი განცხადებებით დაიწყო, რომლის მიხედვით, ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო, იყო გაუგებარი განცხადებები რელიგიური მიმართულებით და ასე შემდეგ.

შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი სანახაობა იქნებოდა“, – თქვა ბექა ოდიშარიამ.

ალუდა ღუდუშაური: „სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის” ენაზე ვუპასუხებ – ტოლი ნახოს, რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები, რეიტინგით და ავტორიტეტით მას ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო“

ცნობისათვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს, ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნა თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ რას „რას ერჩის“ ქვეყანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები