ქალის ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთის დაქალებთან ერთად დროის გატარება აუცილებელია. მეგობრებთან ერთად გართობა ვის არ უყვარს, თუმცა, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, მანდილოსანთა შემთხვევაში ეს აუცილებლობას წარმოადგენს.
როგორც კვლევით დადგინდა, ქალისთვის თავისუფლების შეგრძნება ბედნიერებასთან პირდაპირ კავშირშია, მსგავსი ემოცია კი მას ყველაზე მეტად დაქალებთან ყოფნის დროს ეუფლება. ხოლო, ამ გრძნობის სრულყოფისთვის დაქალური შეკრებები კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაიმართოს. ამ შეკრებების დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას გააკეთებენ დაქალები, იჭორავებენ, ყავას დალევენ თუ იშოპინგებენ, ყველა აქტივობას ერთნაირი თერაპიული შედეგი ექნება.
დაქალები აუმჯობესებენ ჯანმრთელობას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ზრდიან თავდაჯერებულობასა და ბედნიერების განცდას. ასეთი შეკრებები ბევრი ხუმრობისა და სიცილის გარეშე ხომ საერთოდ წარმოუდგენელია – სიცილი კი როგორც ვიცით საუკეთესო წამალია.
ამიტომ, თუკი გსურთ რომ ჯანმრთელი და თან ძალიან ბედნიერი იყოთ, მეგობრებისთვის დრო ყოველთვის უნდა გამონახოთ.