LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისთვის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი გახდეს, კლანის მმართველობა უნდა დავასრულოთ: გიგაური

62
ეკა გიგაური

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ. პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური აცხადებს, იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, სასამართლოში კლანის მმართველობა უნდა დასრუდლეს და სერიოზული რეფორმა უნდა ჩატარდეს.

სასამართლო სისტემაში არ არსებობს „კლანი“, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია: ლევან მურუსიძე „სირცხვილიას“ აქტივისტს პასუხობს

გიგაურის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, ის პროცესები, რომელიც სასამრთლოში მიმდინარეობს იმ დრომდე გაჩერდეს, ვიდრე  სასამრთლოს რეფორმა არ დასრულდება:

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სასამრთლოში ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს და რაც არის არასწორი, გაჩერდეს იქამდე, სანამ ჩვენ არ დავასრულებთ სასამრთლოს რეფორმას, რომელიც გაწერილია შარლს მიშელის დოკუმენტში.

იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ კლანის მმართველობა სასამართლოში და ჩავატაროთ სერიოზული რეფორმა, რომელიც უნდა დავგეგმოთ ერთად და ამის შემდეგ განვავითაროთ პროცესები, რაც სასამართლო სისტემისთვის იქნება საჭირო.” – განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში უსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ.

კანდიდატებიდან, ახალ წევრებს, ოთხი წლის ვადით აირჩევს მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც 326 მოსამართლისგან შედგება.

magti 5g