LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: „ფაიზერით“ ორსულების აცრა შესაძლებელია, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი, ჯერჯერობით არა

5678
ორსულების ვაქცინაცია

„ფაიზერს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია იმ ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკისაა“, – აღნიშნულის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ორსულების „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრა არ შეიძლება, „ფაიზერით“ კი ორსულების ვაქცინაცია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგაა შესაძლებელი.

გამყრელიძე ჟურნალიტს: თქვენ მხარს დაუჭერთ, რომ დღეს გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ცეცხლს ვეთამაშებით

„სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ, რომ ორსულებზე კლინიკური კვლევები არაა დამთავრებული. შესაბამისად, თუ კვლევები არ იქნება, ინსტრუქციაში ვერ ჩაწერენ.

„ფაიზერს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია იმ ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკისაა. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერით“ ორსულების აცრა შესაძლებელია, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი ჯერჯერობით არა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

განიხილავს თუ არა საბჭო მკაცრ ლოკდაუნს – ამირან გამყრელიძის განმარტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g