დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, რომელიც კახეთში იმყოფება, კახელებს რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისი რეკომენდაციით, უმჯობესია თუ რთველს ქეიფის გარეშე ჩაატარებენ.
„კახელებს ვთხოვ, გამოიჩინონ მათთვის დამახასიათებელი სიდარბაისლე და გონიერება, გადადონ ახლა დიდი ქეიფები, ქორწილები და ქელეხები, არ არის ამისი დრო. რთველი ჩაატარონ კარგად და მერე ეგება, უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს“,- განაცხადა იმნაძემ.