დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე მოკვლევა მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკლევა, ისევე როგორც წინა ფაქტის. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს“, – აღნიშნავს იმნაძე.
ცნობისთვის, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.