დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყოველი 1 000 ადამიანიდან, ვინც კორონავირუსით დაავადდება, 10-13 დაიღუპება.
„ეს ძალიან ბევრჯერ მითქვამს, ამიტომ რაღაც ზედმეტსახელებს მარქმევენ ხოლმე“, – ამბობს იმნაძე.
მისივე თქმით, შესაძლოა, კახეთში არსებული ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს.
„მოგეხსენებათ, რთველი იწყება, შესაბამისად, ექიმებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს იმ დატვირთვას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მოსალოდნელი. სამწუხაროდ, კახეთი ვაქცინაციის კუთხით მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, მაგრამ კახელების სიბრძნის იმედი მაქვს და ვიცი, რომ ისინი ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან.
პიკი უკან დაიხევს, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ძალიან მაღალი ციფრები იქნება. შეიძლება მაჩვენებლებმა აღარ მოიმატოს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე“, – განაცხადა იმნაძემ.
იმნაძე კახელებს მიმართავს: გთხოვთ, გამოიჩინოთ თქვენთვის დამახასიათებელი სიდარბაისლე და გონიერება