LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმოგზაურე ნარჩენების გარეშე”- „ვისოლი“ ახალ კამპანიას იწყებს

117

„ვისოლი“ გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN -თან ერთად ახალ გარემოსდაცვით კამპანიას – „იმოგზაურე ნარჩენების გარეშე” იწყებს. კომპანია მძღოლების მიერ ავტომობილიდან ნასროლი ნარჩენების დასუფთავების აქციით საზოგადოებას მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ გარემოს.

ცენტრალური ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში „ვისოლის“ თანამშრომლებთან ერთად, CENN -ის მოხალისეები და გორის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 როგორც „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, „ვისოლი“ „ეკო მეგობრული“ ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციასაც ახდენს და საქართველოში ელეტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს.

„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. დღევანდელი აქციით გვსურს მგზავრებს მოვუწოდოთ, არ დაანაგვიანონ გარემო და გაუფრთხილდნენ იმ მდიდარ ბუნებრივ რესურსებს, რაც საქართველოს აქვს. მგზავრობისას გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამსუბუქებლად უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავის იმპორტის გარდა, „ვისოლი“ „ეკო მეგობრული“ ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციასაც ახდენს და საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს“, – განაცხადა ვასილ ხორავამ.

როგორც ორგანიზაცია CENN-ის და USAID-ის ნარჩენების მართვის პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა სალომე სულაბერიძემ განაცხადა, აღნიშნული კამპანია ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. „ეს კამპანია არამარტო დასუფთავების აქციით შემოიფარგლება, არამედ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რომ გარემო არ დაბინძურდეს ნარჩენებით, განსაკუთრებით პოლიეთილენის პარკებითა და პლასტმასის ბოთლებით, რომლის გარემოში გახრწნას წლები და შეიძლება საუკუნეებიც დასჭირდეს“, – განაცხადა სულაბერიძემ.

 დასუფთავების აქციები კამპანია „იმოგზაურე ნარჩენების გარეშე” ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ გაგრძელდება და ეცდება იმოქმედოს მძღოლთა სამოგზაურო ქცევაზე, რომ ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g