ძველი დიდება არ დაუკარგავს, თუმცა პანდემიამ ტურისტების ყურადღება მოაკლო.
იტალია ძალებს იკრებს და შობა-ახალი წლისთვის მზადებას იწყებს.
1 დეკემბერს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სადღესასწაულოდ მორთული შენობები განათდა.
ცნობილი ფოტო და ვიდეოგრაფი ანდრეა ჩერჩი, რომელიც მთელი პანდემიის პერიოდში, ჩაკეტილ იტალიაში მაინც ვირტუალურად გვამოგზაურებდა სხვადასხვა ქალაქში, ახალ ვიდეოს წარმოგვიდგენს სათაურით: “პირველი საშობაო შუქები”.
მილანში, პიაცა დელ დუომოზე გრანდიოზული საახალწლო ნაძვის ხის მორთვა სრულდება.
Corso Vittorio Emanuele II-ში წყვილები ძველებურად ხელჩაკიდებული სეირნობენ, თუმცა, ამჯერად ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტით, პირბადით.
სავაჭრო ქუჩები და მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების მაღაზიები თვალისმომჭრელად ბრწყინავს.
კიდევ უფრო მიმზიდველდ გამოიყურება შვეიცარიული ბრენდის ვიტრინა. “როლექსმა” დროის ათვლა დაიწყო. 2021 წლის დადგომამდე დარჩენილია 29 დღე.
ასევე წარმოუდგენელია მე-19 საუკუნის კარიბჭე ახალ წელს სტუმრებს სადღესასწაულო მორთულობის გარეშე დახვდეს.