ყოველი თვის პირველი კვირა (1-7 რიცხვი) „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში გასტროენტეროლოგიურ მენდიკამენტებზე ფასდაკლების კვირეულით იწყება. კვირეულის ფარგლებში სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს გასტოროენტეროლოგიურ ჯგუფში შემავალ ყველა სამკურნალო საშუალებაზე მაქსიმალურ ფასდაკლებას სთავაზობს. მუდმივი ყოველკვირეული აქციები მედიკამენტებზე „იმპექსში“ ბოლო დროს დაინერგა და ეს სიახლე მომხმარებელს საშუალებას აძლევს აღარ დაელოდოს ფასდაკლების დღეებს, ისარგებლოს ყოველკვირეული აქციებით, გადაიხადოს უფრო ნაკლები და გააკეთოს მნიშვნელოვანი დანაზოგი. თითოეული კვირა, მთელი თვის მანძილზე, სხვადასხვა მედიკამენტების ჯგუფების ფასდაკლების კვირეულებზეა გადანაწილებული, კერძოდ:
- ყოველი თვის პირველი კვირა (1-7 რიცხვი) გასტროენტეროლოგიურ კვირეულს ეთმობა.
- ყოველი თვის II კვირას (8-14 რიცხვი) კარდიოლოგიურ მედიკამენტებზე გავრცელდება ყველაზე დაბალი ფასები.
- ყოველი თვის III კვირა (15-21 რიცხვი) ნევროლოგიურ მედიკამენტებზე ფასდაკლების კვირეულია.
- ყოველი თვის IV კვირა (22-30 რიცხვი) დერმატოლოგიურ ენდოკრინოლოგიურ მედიკამენტების ფასდაკლების კვირეულს დაეთმობა.
აღსანიშნავია, რომ გარდა აღნიშნული მედიკამენტების კვირეულებისა, ფასდაკლების სააქციო დღეები მედიკამენტებზე – სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, უცვლელად იმოქმედებს.
შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით სარგებლობა მომხმარებელს „იმპექსის“ ფასდაკლებისა და დაგროვების „ზე ბარათის“ გამოყენებით შეუძლია. ბარათის მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად, დააგროვონ სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე, როგორც მედიკამენტებზე, ისე კოსმეტიკაზე ან ბავშვთა კვების, მოვლის და აქსესუარების ბრენდებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს.
ცხელი ხაზი: 032 2 31 31 00
#განეწყვესიცოცხლისთვის
#განეწყვეჯანმრთელობისთვის
(R)