„იმპექსში“ საჩუქრების კვირეული დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 16 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებელს ელოდება განსაკუთრებული ფასდაკლებები მრავალფეროვან სასაჩუქრე ნაკრებებზე.
კვირეულის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა ანნა ჩეხუტსკაიამ ისაუბრა:
– „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი ცნობილია სასაჩუქრე ნაკრებების მრავალფეროვნებით. წელს ჩვენს აფთიაქებში კიდევ უფრო დიდი არჩევანია წარმოდგენილი, ყველა საფასო კატეგორიაში, ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის, როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვის და რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არც პატარები დავტოვეთ – ესპანური ბრენდის საბავშვო დეკორატიული კოსმეტიკის ნაკრებების შეძენა განსაკუთრებული შეთავაზებებით არის შესაძლებელი.
მინდა გამოვყო ბრიტანული ბრენდის SUNKISSED-ის ვეგანური სასაჩუქრე ნაკრებები და საშობაო კალენდრები 25 საჩუქრით, რომელიც შობამდე ან თუნდაც ახალ წლამდე, ჩვენს ყოველდღიურობას ახალ-ახალი სიურპრიზებით გაახალისებს. ეს ბრენდი მართლაც გამორჩეულად საინტერესო, ლამაზ და ორიგინალურ ნაკრებებს გვთავაზობს.
უამრავ სასაჩუქრე ნაკრებს გვთავაზობს იტალიური ბრენდიც „ფიტორელაქსი“. მის ასორტიმენტში აღმოაჩენთ თმისა და სხეულის მოვლის საშუალებების ნაკრებებს საოცარი სურნელით, ასევე ნაკრებებს მამაკაცებისთვის.
საინტერესო ნაკრებებით გვანებივრებს ბერძნული წარმოების გლობალური პრემიუმ ბრენდიც KORRES-ი. ამ ბრენდში ვხვდებით სხეულის მოვლის საშუალებებით დაკომპლექტებულ ნაკრებს, ასევე სუნამოებისა და შხაპ-გელების კომბინაციას როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. KORRES-ის პროდუქციის სურნელი ძალიან გამორჩეულია, ის ბერძნულ სანაპიროებზე გამოგზაურებთ.
(R)
