LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმპიჩმენტი“ – წლის მთავარი სერიალი ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალზე იქნება

261
monicalewinsinews20917

27 სექტემბერს კომპანაია FX რაიან მერფის ცნობილი სერიალის, „ამერიკის კრიმინალური ისტორიის“ მესამე სეზონს დააპრემიერებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ მესამე სეზონი კატრინას ქარიშხალზე იქნებოდა, თუმცა, რაიან მერფიმ გადაწვეტილება შეცვალა. სიუჟეტის ცენტრში ახლა ბილ კლინტონისა და მონიკმა ლევინსკის სკანდალი მოხვდა, სახელწოდებით „იმპიჩმენტი“. მერფიმ მთავარ აღმასრულებელ პროდიუსერად თავად ლევინსკი მიიწვია და მაყურებელი ამერიკის უახლოესი ისტორიიდან ამ სკანდალურ ამბავს კიდევ ერთხელ გაიხსნებს.

მონიკა ლევინსკის როლზე ბინი ფელდშტეინი დაამტკიცეს, პრეზიდენტ კლინტონს, კლივ ოუვენი განასახიერებს. ლინდ ტრიფის როლში მაყურებელი სარა პოლსონს იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g