LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმპორტირებული ავტომობილებისთვის ტექინსპექტირების ვადა გახანგრძლივდა

172
60010694-2255936731284588-5590658272349650944-o

2020 წლის 1 მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, განბაჟების ვადა 2021 წლის 1 მარტამდე გაუხანგრძლივდათ.

კანონის მიხედვით, განბაჟების შემდეგ, ამ ავტომანქანებს 30 დღის ვადა ექნებათ იმისათვის, რომ ტექინსპექტირება გაიარონ, რაც ნიშნავს, რომ 1 მაისამდე იმპორტირებულ ტრანსპორტს ტექინსპექტირება 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა ჩაუტარდეს.

რაც შეეხება ყველა სხვა დანარჩენ ავტოტრანსპორტს, კერძოდ, უკვე განბაჟებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტოტრანსპორტს, რომლებსაც ინსპექტირება ადრე გავლილი აქვს და ახლა ვადა ეწურება და ახალ ავტომობილებს, რომლებსაც, არსებული რეგულაციებით, პირველად უწევთ ტექინსპექტირება – მათ სტანდარტულად მოუწევთ ტექისნპექტირების გავლა შესაბამის თარიღამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g