LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმპორტირებული ქათამი წყლით სავსეა“ – ადგილობრივი მწარმოებლები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

170
qatmis-xorci

მეფრინველეობის სექტორი მთავრობის მიერ ფრინველის ხორცის შესახებ, ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების 2021 წლის 1-ელ აპრილამდე შეჩერებას ეხმაურება და მას უარყოფითად აფასებს.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილისთვის საერთოდ გაუგებარია ის, რაც ამ კანონის ირგვლივ ხდება.

„საერთოდ ვერ გავიგე მაგ რეგლამენტის გარშემო რა ხდება. იმიტომ, რომ უკვე მესამედ, თუ მეოთხედ გადავადდა. თუ მისაღები არ იყო, რატომ მიიღეს, და თუ მისაღებია, რატომ ავადებენ 2 თვეში ერთხელ?! ადგილობრივ მრეწველობას ხელი ეშლება იმიტომ, რომ იაფფასიანი პროდუქცია შემოდის და რატომ ავადებენ, ნამდვილად ვერ გავიგეთ. ფაქტობრივად, ძალაზე არიან, რომ ხორცის სახელით წყალი მოგყიდონ,“- ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

ამავე პოზიციაზეა „ნოზაძის მეფრინველეობის“ ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე. ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ცუდად იმოქმედებს ქართულ წარმოებაზე, რადგან ბაზრის დაახლოებით 70% ისედაც იმპორტირებული ფრინველის ხორცითაა გაჯერებული, ადგილობრივი წარმოება კი არათანაბარ პირობებშია ჩაყენებული.

„გაყინული ქათამი ძირითადად თურქეთიდან შემოდის, რომელიც სავსეა წყლით. გარდა იმისა, რომ ამ წყლის ხარჯზე პროდუქციის ფასი შემცირებულია, თურქეთის მხარე საკუთარ მწარმოებლებს სუბსიდირებას უკეთებს, ჩვენთან კი დემპინგურ ფასში შემოდის და ვერ ვუწევთ კონკურენციას, პროდუქციას რეალიზებას ვეღარ ვახდენთ“ – აცხადებს მამუკა ნოზაძე.

შეგახსენებთ, მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ რეგლამენტის მოქმედება, რომელიც ძალაში გასული წლის ოქტომბრიდან შევიდა, 1 აპრილამდე შეაჩერა. აღნიშნული რეგლამენტით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ ხორცში, წყლის საერთო რაოდენობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g