LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი რუსთავის 22-ე სკოლაში – დირექტორის კომენტარი

1015

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ეკა ცხვედაძის, განცხადებით, სკოლაში მე-9 კლასში მომხდარი ინციდენტი აღმოფხვრილია და მოსწავლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც დირექტორმა „ფორტუნას“ განუცხადა, შემთხვევა სკოლაში დასვენებაზე მოხდა.

„ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, მეცხრეკლასელების დასვენებაზე ერთმა რომ გაიარა  მერხებს შორის, მეორეს ძალიან ცუდ ადგილზე მოარტყა ხელი და ჰაერის უკმარისობა დაემართა ბავშვს. თავის დაზღვევის მიზნით გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს საავადმყოფოში, გადაუღეს რენდგენი და ბავშვი კარგად არის. ეს ხდებოდა დასვენებაზე,“ – განაცხადა ცხვედაძემ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის 22-ე  სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთ მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ადგილზე საპატრულო პოლიციაც იყო გამოძახებული.

შეგახსენებთ, რომ EDU.ARIS.GE-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსთავის 22-ე  სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთ- ერთ მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g