LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთიდან ჩამოსულ პირებზე დაწესებული შეზღუდვები მკაცრი, არაპროპორციული და დისკრიმინაციულია: TDI

73
tdi

მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევითი ზომები ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ არის ზედმეტად მკაცრი, არაგონივრული, არაპროპორციული და დისკრიმინაციული“, – აღნიშნულ განცხადებას ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ავრცელებს.

​ინდოეთიდან საქართველოში შემოსული პირებისთვის წესები მკაცრდება

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი საქართველოში 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება

მათივე ცნობით, ინდოეთიდან მომავალი პირების, მათ შორის, სტუდენტების 14-დღიან კარანტინში მოთავსება და მხოლოდ ჩარტერული რეისით შემოსვლის უფლება შესაძლოა განხილული იყოს დისკრიმინაციად ეროვნების, მოქალაქეობისა და წარმოშობის ნიშნით.

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, არაპირდაპირი ანუ ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ზღუდავს პირის უფლებას, რომელიმე ნიშნის გამო, როდესაც ასეთ შეზღუდვას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ან უფლების შეზღუდვისთვის გამოყენებული საშუალება არ არის თანაზომიერი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადახედოს ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ დადგენილ რეგულაციებს და შეცვალოს ისინი პროპორციული და არადისკრიმინაციული ღონისძიებებით.