ეპიდემიოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზი მართლდება და ინდოეთში, დღიურად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსის 362 727 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 120 ადამიანი გარდაიცვალა.
ინდოეთის სამედიცინო კვლევების საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებულად მზარდია შემთხვევების რაოდენობა, “ლოქდაუნი” 7-8 კვირის განმავლოაბში შენარჩუნდეს.
ინდოეთი მსოფლიო კოვიდრუკაზე მეორე ადგილზეა. ქვეყანაში სულ აღრიცხულია ინფიცირების 23 703 665 შემთხვევა, ვირუსმა იმსხვერპლა 258 351 ადამიანი.