გამოცემა Business Today–ს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ საავტომობილო სამყაროს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგალითად ინდოეთში ახალი ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი ნულამდე დაეცა. აპრილის თვეში ერთი მანქანაც კი არ გაყიდულა.
ადგილობრივმა მწარმოებლებმა ერთი ავტომობილის რეალიზებაც კი ვერ შეძლეს – მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. აპრილის თვეში მხოლოდ რამდენიმე საექსპორტო ოპერაცია თუ დაფიქსირდა.
ადგილობრივი ბაზრის ლიდერი Maruti Suzuki 2020 წლის მონაცემებით 79 000 ცალი გაიყიდა, ხოლო 4700 მოდელი კი ექსპორტზე გაუშვეს. აპრილის თვეში გაყიდვების მაჩვენებელი – 0 , ხოლო ექსპორტი 632 ეგზემპლარი იყო. მძიმე მდგომარეობაში არიან, ასევე სხვა კომპანიებიც, მაგალითად Mahindra & Mahindra–მ 733 ავტომობილის ექსპორტი შეძლო, ადგილობრივ ბაზარზე კი ისიც წარუმატებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ევროპული ავტო–ბაზარიც და გაყიდვების მაჩვენებელი 55,1 %–ით დაეცა. ყველაზე ცუდი შედეგი ქონდა იტალიას (85,4%), საფრანგეთს (72.2%) და ესპანეთს (69,3%).