LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა

94
ინდური შტამი

ინდოეთში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ ინდოეთში რთული მდგომარეობაა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ინდოეთში არიან, ჩვენთან კოორდინაციაში არიან. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც. საელჩო ეხმარება მათ და ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ,”- განუცხადეს „ფორტუნას“ საგარეო  საქმეთა სამინისტროში.

როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროისთვის მათთვის უცნობია, ინდოეთში მცხოვრები ქართველები ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირდნენ, თუ აქამდე არსებული და ცნობილი კორონავირუსის შტამით.

მათივე ინფორმაციით, ინდოეთში დაინფიცირებული ქართველი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად, მკურნალობას სტაციონარში გადიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g