ინდონეზიაში ვულკანი „მერაპი“ ამოიფრქვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, კვამლი 7 კილომეტრის სიმაღლეზე იფრქვევა და ახლო მდებარე რაიონების მოსახლეობას ვულკანთან მიახლოება ეკრძალება.
საგულისხმოა, რომ „მერაპი“ ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.
მისი ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 2010 წელს მოხდა და 350-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.