თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს.
ამ პაციენტთაგან ერთ-ერთი კი, 83 წლის პიროვნება იყო. მედიკოსები მის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებდნენ.
ის უმძიმეს პაციენტად ითვლებოდა.
მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოში, ამ დროისათვის, სულ 55 პაციენტი რჩება.
რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა