LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირების 2 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

149
Capture

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ორი ახალი ინფიცირებულის კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს კვლევა მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 6

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, სამი ახალი შემთხვევა შემოტანილია, მათგან ორი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

“დაგვემატა 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეს გვყავს 1 160 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 6-ით და დღეს არის 935 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ 5 ახალი პაციენტიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 2 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით”, – აცხადებს მარიან ეზუგბაია.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში ამ ეტაპზე  42 დადასტურებულად ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 246 პაციენტი მკურნალობს.

magti 5g