საქართველოში 2021 წლის ივნისში ინფლაციის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა და საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის ტემპმა, საშუალოდ, 9.9% შეადგინა.
მიმდინარე წლის პერიოდში ზოგიერთ სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა ფასები, მათ შორის არის ჯანდაცვა და ტრანსპორტი:
? ტრანსპორტი – ზრდა 22%;
? ჯანდაცვა – ზრდა 11.6%;
? ავეჯი და საოჯახო ნივთები – ზრდა 10.6%;
? საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი- ზრდა 10.5%.
8.8 %-ით გაიზარდა ფასები სურსათის ჯგუფშიც, ზოგ პროდუქტზე კი ფასების მატება გაცილებით მაღალ მაჩვენებელში გამოისახება, მაგალითად:
► ზეთი 47.1%-ით გაძვირდა;
► ბოსტნეული 16.6%-ით;
► რძე, ყველი და კვერცხი 10.6%-ით.
მონაცემების მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება.
სხვა მეზობელ ქვეყნებში კი მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
2021 წლის ივნისში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 17.53% შეადგინა. ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა:
? ტრანსპორტი – ზრდა 26.29%;
? საცხოვრებელი, წყალი ელ ენერგია – ზრდა 25.69%;
? სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 19.99%;
? ჯანდაცვა – ზრდა 19.30%.
ფასების დონის ზრდა 6.5% იყო სომხეთში. ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა:
? ტრანსპორტი – ზრდა 12.3%
? საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია – ზრდა 9.6%
? სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 8.8%
? ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ზრდა 8.8%
აზერბაიჯანში ფასების საერთო დონე ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა და წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4.7% შეადგინა.
რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 6.5%-ით განისაზღვრა.