LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია მივიღე, რომ იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება – ფაქტები, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მიაწოდეს

109
zelensk

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინისა და რუსეთის გარკვეული წარმომადგენლები სახელმწიფო გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის შესაძლო მონაწილეობას განიხილავენ.

„შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ასევე ხმოვანი ინფორმაცია, სადაც უკრაინის წარმომადგენლები, რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას, საუბრობენ, რომ მოხდება მილიარდი დოლარის მოზიდვა და ა. შ.“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალება 1-2 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი.

„ჩვენ გვაქვს გამოწვევები და ესკალაციის საფრთხე არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან – გვაქვს დიდი შიდა გამოწვევები. მე მივიღე ინფორმაცია, რომ 1-2 დეკემბერს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იქნებოდა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ ეს არის ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ცდილობენ, ბიზნესმენი ახმეტოვი ჩაითრიონ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში.

“ვფიქრობ, ეს ოპერაციაა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მის ჩათრევას ცდილობენ. ვფიქრობ, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან არ შეიძლება შენს ხალხსა და პრეზიდენტს ეომო, რომელიც უკრაინელმა ხალხმა აირჩია,” – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g