LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა რომ მკითხოს, რა აზრის ხარო, არ ვურჩევდი – “კალაშნიკოვის” ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული: ვოლსკი ზელენსკის მოწოდებაზე

684
Untitled design

პრემიერმა რომ მკითხოს, რა აზრის ხარო, „კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ამით ვოლსკიმ უპასუხა კითხვას ვოლოდიმერ ზელენსკის მოწოდებასთან დაკავშირებით მეგობარი ქვეყნების ლიდერების მიმართ, რომ კიევში ჩავიდნენ.

ზელენსკი: უკრაინის ყველა მეგობარს კიევში ვეპატიჟები

„რომ გადაწყვიტოს პრემიერ-მინისტრმა და მკითხოს: შენ რა აზრის ხარო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, „კალაშნოკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება საკითხს, ევროპელ ლიდერებთან ერთად კიევში, შესაძლოა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩავიდეს, ვოლსკის შეფასებით, ეს არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი.

მისივე თქმით, როდესაც კონკრეტული მისიით ჩადიხარ და შესაძლოა ამ მისიის შეუსრულებლად დაბრუნდე ქვეყანაში, ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება საქართველოს ინტერესებზე.

„არც მაშინ იყო სწორი და არც ახლა იზამს სწორს. „არ შეიძლება“ იმას ნიშნავს, რომ შენ ამ სტატუსით, რასაც მთავარსარდალი ჰქვია, არ უნდა მოგზაურობდე მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე და თუ ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით არ გაძლევს მწვანე შუქს, რასაკვირველია ამას თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ქვეყანაზე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით არ ვართ.

სულ რომ თავი დაანებო ამ ვითარებას, როდესაც ბეწვზე ჰკიდია ყველაფერი, დანის პირზე მივდივართ, როდესაც სადმე ჩადიხარ კონკრეტული მისიით, თანაც მთავრობასთან შეუთანხმებლად, თუნდაც მთავრობასთან შეთანხმებული ყოფილიყო და ჩამოდიხარ არაფრით. დაინგრა უკრაინა, სისხლის გუბეშია და თემა, ნატო-ში გაწევრიანება საერთოდ გადაიდო. ევროკავშირში გაწევრიანებაც არის ძალიან მყიფე საკითხი, რაზეც ევროკავშირს შეიძლება თავისი პოზიცია ჰქონდეს. ანუ შენ ჩახვიდე კონკრეტული მისიით და ამ მისიის შეუსრულებლად ჩამოხვიდე საქართველოში, კიდევ ერთი დარტყმაა საქართველოს ინტერესებზე. აქედან გამომდინარე ფრთხილობს მთავრობა, როდესაც არ აძლევს ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე თანხმობას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

“თქვენი ვიზიტი უკრაინისთვის ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია”- ზელენსკი კიევში ჩასულ პრემიერ-მინისტრებს

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში იწვევს. “მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები