LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა ფერაძე ემიგრაციაში გარდაიცვალა: „დატოვა მხოლოდ ბოლო სურვილი, საქართველოში დაბრუნება თუნდაც სიკვდილის შემდეგ…“

10795
ინგა ფერაძე

ცნობილი მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა…

ამ სამწუხარო ინფორმაციას ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ავრცელებს და წერს:

„გაფრინდა ჩემი ლამაზი გოგო. აიარა ოქროყანის აღმართი… დატოვა მხოლოდ ბოლო სურვილი, საქართველოში დაბრუნება თუნდაც სიკვდილის შემდეგ…“

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლები მომღერალი ბრიუსელში ცხოვრობდა.

მაკა რაზმაძემ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ინგა ფერაძის საქართველოში ჩამოყვანა იგეგმებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა:

„ცოტა ხნის წინ გიყვებოდით ინგა ფერაძესთან დაკავშირებით, რომ მზადდებოდა მისი საქართველოში ჩამოყვანა, იგეგმებოდა კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა.

ამ თემაზე იყო მოლაპარაკებები გარკვეულ ინსტანციებთან და ინგას პასპორტიც მზადაა და სხვა დეტალებს აღარ დავაკონკრეტებ.

სამწუხაროდ ბოლო მომენტში ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ახლა ის საავადმყოფოშია მოთავსებული…“

„იგეგმებოდა ინგა ფერაძის საქართველოში ჩამოყვანა, კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა.. სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა..“ – მაკა რაზმაძის ემოციური პოსტი

„ჩემი იუბილარი ინგა ფერაძე.. საუბრის დასაწყისში ჯერ იწვა, მერე ნელ-ნელა მოცოცხლდა თავისი თბილისის ხსენებაზე“ – მაკა რაზმაძე ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები