LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „ახალგაზრდა კორესპონდენტი ვიყავი, როცა გამიშვეს რეპორტაჟის გადასაღებად რუსთავში, მანიაკის  მიერ მოკლული გოგონას ტრაგედიაზე… ჩემი ჟურნალისტური  ცხოვრებიდან  ყველაზე დიდი ტრავმაა ეს!..“

303
ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია 12 წლის გოგონას გარდაცვალებას ეხმიანება სოციალურ ქსელში და იხსენებს ამბავს, რომელმაც მასზე წარუშლელი მძიმე შთაბეჭდილება დატოვა:

„ბევრი წლის წინ, ახალგაზრდა კორესპონდენტი ვიყავი, როცა გამიშვეს რეპორტაჟის გადასაღებად  რუსთავში, მანიაკის  მიერ მოკლული გოგონას ტრაგედიაზე… ახალგაზრდა გოგო საკუთარი წინდით იყო გაგუდული და სადღაც მივარდნილ ბოსელში დაგდებული.  ისეთი ტრავმა მივიღე მაგ რეპორტაჟის მომზადებისას, ბევრი წელი მესიზმრებოდა ყელში წაჭერილი წინდით დამხრჩვალი  გოგო…  ჩემი ჟურნალისტური  ცხოვრებიდან  ყველაზე დიდი ტრავმაა ეს, რადგან ცხედარიც ვნახე, უმწეო მდგომარეობაში მაშინ და ვეღარასოდეს წავშალე გონებიდან.

ვიცი, არ უნდა ვთქვა, მაგრამ  ყველაზე უკიდურესი სასჯელიც კი მეცოტავება ბავშვების მკვლელი მანიაკებისთვის! ლინჩიც და აი, ყველაფერი! მაშინაც ამას ვფიქრობდი და დღესაც.  მოვკლავდი ჩემი ხელით…“

ვახო სანაია: „მერამდენე ასეთი დილაა – ხან ვაკის პარკში; ხან ბატუტზე; ხან საქანელაზე.. მრავალჯერ დაწერილს ისევ დავწერთ, მრავალჯერ წაკითხულს ისევ წავიკითხავთ“

იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“

„ვერ ვუშველეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის ბაბუა მომხდარის ვერსიებზე საუბრობს

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g