LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“

457
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (5)

დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალებას სოციალურ ქსელის მეშვეობით ემოციურად ეხმაურება 2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.

„ნანახი მაქვს ეს უსაშინლესი და უსასტიკესი ფილმი, ყველა ერთად ავვიშვიშდებით, ვიკივლებთ, ჩამოტყავებას, დანაწევრებას მივითხოვთ დამნაშავისას, მერე ერთმანეთს დატირებაში შეველებით, მერე ?

მერე მიწას ჩვენი ხელით მივაყრით და ვრჩებით განადგურებული მშობლები აკლადამის წინ და მიწას ვეფერებით, წვიმას ხელს უშვერთ ან ქოლგას ვაფარებთ, ნაკლები დააწვიმოსო შვილებს.

მერე იმისტობის და ამისტობის შიშით, ვაიდა რამე არ დამბრალდესო ყველა ჩუმდება , ახალი ტრაგედიის დადგომამდე!

მერე?

მერე, სისხლი რომ სწყურია ისეთ ხალხს გადასამზადებლად გაუშვებენ საზღვარგარეთ, რომ შემდეგი უკეთ დაგეგმოს ახალი ტრაგედია და ასე ერთ წრეზე ვტრიალებთ.

ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, ამ ანგელოზის მხილველს სიცოცხლის მრცხვენია, გულამოსკვნილი ვსტირი, ვიცი ეს საშინელებათა ფილმი.

შესაბამისი ორგანოები, უკლებლივ ყველა, მათ მონიშვნას რა აზრი აქვს დაიკაპიწებენ ხელებს ამ კონკრეტულ შრმთხვევაშიც, დაიწყებენ ძიებას დაიჭერენ დამნაშავეს ამასობაში არჩევნებიც მოგვისწრებსან სხვა ანგარიშვალდებულებები და მერე შემოიდება ათასობით ტომი ძალიან დიდი ხნით თაროზე , ფაქტები არ გვყიფნისო პასუხით!!!

ნანახი მაქვს ეს ფილმი ნანახი, სულ ამ წრეზე ვტრიალებთ!!!

ამ ფილმის რეჟისორი ნეტავ ცოცხალია ან Happy And დააყენოს, ხალხო, იქნებ ცოტა დაგვინდოს….

ღმერთო გააძლიერე მშობლები….

გუშინ ჩემი შვილის და მშვენიერი მარიტას სურათის გარეშრე აკლდამებს შორის ვიდექი და ვფიქრობდი პასუხზე რომელიც  იმ ხალხს უნდა გავცეთ ვინც გვეკითხება სურათი სად არისო? იქ სადაც მომავლის ბიჭი ან ჩაკუწკუწებული   ასოებით მ ა რ ი ტ ა წერია სურათი რა საჭიროა–თქო..

ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი ა ფ რ ი ნ დ ა….

ვტირი ვტირი და ვტირი და რა…

P.S. ნუ წერ შენც გული არ  გატკინონო,  სხვანაირად არ ძალმიძს, უნდა ვწეროთ ვისაც გვტკივა იქნებ ღმერთს მივაწვდინით ხმა იქნებ! გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidzeშენ კი აი აუცილებლად უნდა წერო, შენ განურჩევლად ნაცნობ უცნობობისა, ახლხან ჩალხანობისა, ყოველთვის სწორად და ზომიერად წერ, მახსოვს მე შენი სამძიმარი  და თანადგომა იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისაც უფრო ეკუთვნოდა და ვერ შეძლეს, ისევ ამისტობა იმისტობის შიშით!!!“, – წერს იზა ომაძე.

დიდ დიღომში 12 წლის გოგო გარდაცვლილი გამთენიისას იპოვეს, დაწყებულია გამოძიება.

ამავე თემაზე:

„ვერ ვუშველეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის ბაბუა მომხდარის ვერსიებზე საუბრობს

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g