LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

391
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ გარდაცვლილი ადგილზე აღმოაჩინეს.

magti 5g