LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია რა მუხლებით არის დაკავებული ჟურნალისტი კობა ფარტენაძე – შსს განცხადებას ავრცელებს

425
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული.

„აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს“ – ადვოკატი

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ასევე, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა“, – აცხადებენ შსს-ში.

კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, შსს-მ 2 პირი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები